29 და 30 აპრილს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების ექსპერტთა კორპუსის წევრების ონ-ლაინ ტრენინგის მეორე ეტაპი გაიმართა.
ტრენინგი დაეთმო პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების განხორციელების უფლების მოპოვების სტანდარტების შესრულების მონიტორინგის თემას.
პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების ექსპერტთა კორპუსის ტრენინგები ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის სტანდარტული შეთანხმების წერილით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების სისტემის დანერგვას.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების მონიტორინგის მეთოდოლოგია, მომზადდა პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირის გარე მხარდაჭერის სპეციალისტის შეფასების კითხვარი;
ჩატარდა 16 მხარდაჭერის ვიზიტი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების პროვაიდერ ორგანიზაციებში.
ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები , პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების ექსპერტთა კორპუსის წევრების აქტიური ჩართულობით.