FAQ

ცენტრის განცხადება სამაგისტრო გრანტების შესახებ

1 ნოემბერი 2013

გაცნობებთ, რომ დღეს საღამოს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმ მაგისტრანტი სტუდენტების შესახებ, რომლებმაც მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი. აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის მიწოდებულ მონაცემებს. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღმოჩენილი იყო შეცდომები, რაც სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ხარისხის ცენტრის მონაცემთა ბაზებში ტექნიკური ხარვეზით.
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის სტუდენტებს მომხდარის გამო.
 
ცენტრი უკვე მუშაობს აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორებაზე. განახლებული, გადამოწმებული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება ორშაბათს, 4 ნოემბერს.

ცენტრის განცხადება სამაგისტრო გრანტების შესახებ