FAQ

სამართლის დარგობრივი მახასიათებლის ონლაინ პრეზენტაცია

8 მაისი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

სამართლის დარგობრივი მახასიათებლის გაცნობის მიზნით, სამართლის მიმართულების ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტებთან და აკრედიტაციის საბჭოს წევრებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე პრეზენტაცია სამართლის დოქტორმა და პროფესორმა, სამართლის უმაღლესი განათლების საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად როგავამ წარადგინა.