FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

14 მაისი 2020

2020 წლის 13 მაისს ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 სექტემბრის N1881 განკარგულებაში, რომლითაც განსაზღვრულია 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადები.

ცვლილებების თანახმად:
ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განესაზღვროს 2020 წლის 31 დეკემბერი;
სამართლის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განესაზღვროს 2021 წლის 15 მარტი;
მეცნიერების/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადად განესაზღვროს 2021 წლის 15 მარტი.

საქართველოს მთავრობის განკარგულება