FAQ

ვებინარი პროექტ DEQAR CONNECT-ის ფარგლებში

18 მაისი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული რეესტრის (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) პროექტ DEQAR CONNECT-ის ფარგლებში გამართულ ვებინარში.

 აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 27 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) დარეგისტრირდა.

 ცენტრის EQAR-ში რეგისტრაცია ნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, პროცედურები და სტანდარტები შესაბამისობაშია ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG-2015).

 ცენტრის მიერ განხორციელებული შეფასებების ანგარიშები ქვეყნდება EQAR-ის მიერ წარმოებულ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (DEQAR), რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროპის მასშტაბით საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეპუტაციის და ცნობადობის ამაღლებას.

 ვებინარის მიზანს წარმოადგენდა დექარის ბაზის სტრუქტურის მიმოხილვა, DEQAR CONNECT პროექტისა და მის ფარგლებში დადგეგმილი მომავალი აქტივობების განხილვა.
DEQAR CONNECT პროექტი ფოკუსირდება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ორ პასუხისმგებლობაზე და უჭერს მხარს ევროპული სივრცის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფასა და აღიარებას.

 პროექტი მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:
✓ პროექტი, მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებიც ახალი დამატებულები არიან უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში (EQAR);
✓ პროექტის მიზანია კომუნიკაციის განვითარება არსებული რესურსების ათვისებითა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენით დექარის მონაცემების გამოსაყენებლად.

 ვებინარს ესწრებოდა 41 მონაწილე 17 პარტნიორი ორგანიზაციიდან.

ვებინარი პროექტ DEQAR CONNECT-ის ფარგლებში