FAQ

ონლაინ შეხვედრა არაფორმალური განათლების აღიარების სერტიფიცირებულ კონსულტანტებთან

21 მაისი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

არაფორმალური განათლების აღიარების დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ სამუშაო შეხვედრა არაფორმალური განათლების აღიარების სერტიფიცირებულ კონსულტანტებთან.​

სერტიფიცირებულ კონსულტანტებს მიეწოდათ ინფორმაცია შემუშავებული და შესამუშავებელი გზამკვლევების შესახებ. ამ ეტაპზე, შემუშავებულია ორი გზამკვლევი:
· არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი და შესაბამისი ეტაპები;
· არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვება.
მიმდინარეობს კონსულტანტის გზამკვლევის შემუშავების პროცესი, რაშიც სერტიფიცირებული კონსულტანტებიც არიან ჩართულნი.

გზამკვლევები მნიშვნელოვანია როგორც არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულებებისთვის/ორგანიზაციებისთვის და სერტიფიცირებული კონსულტანტებისთვის, ისე არაფორმალური განათლების აღიარებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. შემუშავებული გზამკვლევები ხელმისაწვდომია ცენტრის ვებ გვერდზე : https://eqe.ge/geo/static/873/

ონლაინ შეხვედრა არაფორმალური განათლების აღიარების სერტიფიცირებულ კონსულტანტებთან