განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.
21 მაისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ადამინური რესურსების მართვის სამმართველოს ორგანიზებით, ცენტრის ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისათვის გაიმართა ონლაინ ვებინარი თემაზე - „დროის მართვის ხელოვნება“.
ვებინარს უძღვებოდა ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის დირექტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ლილი ბიბილაშვილი.