FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

3 ივნისი 2020

3 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელმა, პროფესორმა სერჰი კვიტმა .

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, მხარეებს შორის მოხდება ინფორმაციის, მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო, ორგანიზაციული და სამეცნიერო მხარდაჭერის განხორციელება.

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სააგენტო (NAQA) წარმოადგენს მუდმივ კოლეგიურ ორგანოს უკრაინაში, რომელიც უკრაინის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო პოლიტიკა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. სააგენტო მუშაობს სამი მიმართულებით, ესენია: საგანმანათლებლო სერვისების ხარისხი, სამეცნიერო შედეგების ხარისხის აღიარება და ეროვნული სააგენტოს საქმიანობის სისტემური გავლენის უზრუნველყოფა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და უკრაინის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა