ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა ონ-ლაინ შეხვედრაში მონაწილეებს გააცნეს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების სტანდარტები და პროცედურა.
შეხვედრაში, მონაწილე ორგანიზაციები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში საჭირო პროფესიული კადრების მომზადების მიზნით, უახლოეს მომავალში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გეგმავენ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებას.
ონ-ლაინ შეხვედრა ჩატარდა ცენტრსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის გაფორმებული სტანდარტული წერილით გათვალისწიებული პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოში პროფესიული მომზადება-გადამზადების სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.