26 ივნისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მენეჯმენტის მიმართულების სამუშაო ჯგუფთან და სოციალური მუშაობის სამუშაო ჯგუფთან შეხვედრები.
შეხვედრებზე განხილულ იქნა მენეჯმენტის და სოციალური მუშაობის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.