განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სკოლამდელი განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა.
საჯარო განხილვას ესწრებოდნენ სკოლამდელი განათლების დარგობრივი სამუშაო ჯგუფის წევრები, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების მკვლევრები და კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის წარმომადგენლები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.