FAQ

დაიწყო შეხვედრები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

30 ივნისი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის დაიწყო ინდივიდუალური შეხვედრები საავტორიზაციო განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით.

შეხვედრები განკუთვნილია იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთა ავტორიზაციის ვადა იწურება 2020/2021 წელს და რომელთაც ჯერ არ წარმოუდგენიათ საავტორიზაციო განაცხადი.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

დაიწყო შეხვედრები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან