პროფესიული განათლების დარგის ექსპერტთა ტრენინგები დაიწყო

7 ივლისი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დარგის ექსპერტთა ტრენინგების ციკლი დაიწყო.

ცენტრის დირექტორის, თამარ მახარაშვილის, განცხადებით - „ავტორიზაციის ექსპერტთა უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვა ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების ძალაში შესვლის შემდეგ პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. კანონმდებლობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და მოკლევადიან მომზადება-გადამზადებას ფორმალური განათლების ნაწილად განიხილავს, ამიტომაც მათი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართ ვერ გვექნება განსახვავებული მიდგომები. დარგის ექსპერტების როლი ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია. ისინი უნდა იყვნენ მზად როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი პროგრამების შეფასებისათვის“.

ორდღიანი ტრენინგის პროგრამა შეეხება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მეორე სტანდარტს/პროცედურებს (საგანმანათლებლო პროგრამები) და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებისთვის მთვარობის დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებსა და პროცედურებს.

დარგის ექსპერტთა ტრენინგები 15 ივლისამდე გაგრძელდება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ონლაინრეჟიმში აგრძელებს.

პროფესიული განათლების დარგის ექსპერტთა ტრენინგები დაიწყო