7 ივლისს შეხვედრა გაიმართა განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრებთან.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომლებმა საბჭოს მუშაობის პრინციპები და უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის მეთოდოლოგია გააცნეს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ახალი კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ონლაინრეჟიმში აგრძელებს.