განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროსაბჭოს პროექტ Twinning-ის ფარგლებში აგრძელებს უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებას.
ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ფინანსების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელზე. დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართულნი არიან როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები.
ფინანსების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შემუშავების შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი, საჯარო განხილვის მიზნით, აიტვირთება ცენტრის ოფიციალურ ვებ.გვერდზე, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შენიშვნისა თუ რეკომენდაციის დაფიქსირების საშუალება.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს