16 ივლისი 2020
14 ივლისს მარნეულის კოლეჯის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებიც 2020 წლის ახალი კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს მარნეულის, ბოლნისის კლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში მკაცრი, საკარანტინო რეჟიმის პირობებში მუშაობდნენ, სამახსოვრო ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი და ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მადლიერების გამოხატვა ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების მიმართ. ამავდროულად, ხაზი გაესვა პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობას, რათა მომავალში კიდევ მეტად გაიზარდოს ახალგაზრდების დაინტერესება და ხელი შეეწყოს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.
აღსანიშნავია, რომ მედპერსონალი, საკუთარი თავის რისკის ფასად, თავდაუზოგავად შრომობდა პაციენტების საკეთილდღეოდ. საქართველოს მთავრობისა და თითოეული მედიკოსის პროფესიონალიზმით ქვეყანამ შეძლო პანდემიის პროცესების მართვა და ვირუსის მასშტაბური გავრცელების შეჩერება .