განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა.
საჯარო განხილვას ესწრებოდნენ მენეჯმენტის დარგობრივი სამუშაო ჯგუფის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის წარმომადგენლები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.