განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ერაძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პროექტის პრეზენტაციაში - „შინმოვლის განვითარება საქართველოში“.
პროექტი, რომლის დონორია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ), მიზნად ისახავს საექთნო განათლების, გრძელვადიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების განვითარების ხელშეწყობას და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერებას სამედიცინო და სოციალური პროექტების მართვის სფეროში.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზეციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელები.
კახაბერ ერაძემ ისაუბრა ცენტრის ხედვებზე, ჯანდაცვის სფეროში პროფესიული განათლების, ასევე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, შინმოვლის სერვისებთან დაკავშირებული უნარების განვითარების საკითხებზე. ასევე გამოვიდა შინმოვლის უნარებში ეროვნული კონკურსის ჩატარების ინიციატივით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.