FAQ

შეხვედრა პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახალ შემადგენლობასთან

30 ივლისი 2020
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული საჯარო მოხელის, პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახალ შემადგენლობასთან.
შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა.
შეხვედრის დღის წესრიგით განხორციელდა მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების, აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული სტანდარტებისა და ინდიკატორების, აკრედიტაციის პროცესისა და დამხმარე ფორმების განხილვა.
შეხვედრა პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახალ შემადგენლობასთან