საკონსულტაციო შეხვედრა ინსტიტუციური თვითშეფასების ანგარიშის შესახებ

31 ივლისი 2020
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ასამდე წარმომადგენელთან, ინსტიტუციური თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენასთან დაკავშირებით, საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე ,რომელმაც ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ონლაინრეჟიმში აგრძელებს.