განათლების მიმართულებით , უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოები

5 აგვისტო 2020
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომები გაიმართა.
სხდომებს ესწრებოდნენ : საბჭოს წევრები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების წარმომადგენლები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საბჭოს სხდომებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.
განათლების მიმართულებით , უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოები