29 ივლისს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საბჭოს ძირითადი და მოწვეული წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები და ავტორიზაციის ექსპერტები, ცენტრის თანამშრომლები და სხვა დამსწრე პირები.
საბჭოს სხდომას პირველად დაესწრო საბჭოს მოწვეული წევრების ახალი შემადგენლობა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოების სხდომებს ონ-ლაინ რეჟიმში აგრძელებს.