2020 წლის 14 აგვისტო 14:00 საათი
(მისამართი: მ. ალექსიძის 2)
დღის წესრიგი
1. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ნავთობისა და გაზის მოპოვების ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის „საზღვაო ნავიგაციის“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „სტომატოლოგიის“ ერთსაფეხურიანი რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4. შპს - კავკასიის უნივერსიტეტის "ჯანდაცვის ადმინისტრირების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მონიტორინგის შედეგების განხილვა;
5. შპს - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის „ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
6. შპს - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის „ბიზნესის ადმინისტრირების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
საბჭოს სხდომა გაიმართება "Zoom"ის პლატფორმის გამოყენებით.
საბჭოს სხდომის მოსმენით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მოგვწეროთ info@eqe.ge-ზე, საბჭოს სხდომის ჩატარებამდე ერთი სამუშაო დღით ადრე.