უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

10 დეკემბერი 2013

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და Microsoft 12 დეკემბერს მართავენ უმაღლესი განათლების ლიდერთა ფორუმს: ხარისხის განვითარება ინსტიტუციური ეფექტურობისთვის და ტექნოლოგიების როლი უმაღლეს განათლებაში.

 

შეხვედრის მთავარი მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტებისა და საჭიროებების განხილვა და იმ ტექნოლოგიური გადაწყვეტების და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გაცნობა, რომლებიც ხელს უწყობს სწავლა-სწავლების, ადმინისტრირების პროცესების თუ ინფრასტრუქტურის მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და ინსტიტუციური ეფექტურობის ზრდას.

 

ლიდერთა ფორუმზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და Microsoft-ის წარმომადგენლებთან ერთად პრეზენტაციებს გააკეთებენ ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საუნივერსიტეტო საკითხებზე.

 

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებსა და კანცლერებს.

 

ღონისძიება გაიმართება 12 დეკემბერს, 14:30 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!