ტრენინგი არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა მომზადებისთვის

19 აგვისტო 2020

„სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, არაფორმალური განათლების აღიარების დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, იწყებს ტრენინგებს არაფორმალური განათლების აღიარების სერტიფიცირებული კონსულტანტობის მსურველთათვის.
ტრენინგებში მონაწილე პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
• ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი;
• პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის/მოდულების სტრუქტურა და შინაარსი;
• პროფესიული სწავლის სფეროები;
• არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი და შესაბამისი ეტაპები;
• არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვება;
• არაფორმალური განათლების აღიარების პროცესში სერტიფიცირებული კონსულტანტის როლი და მნიშვნელობა;
• არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტირების ფორმის სტრუქტურა და შინაარსი;
• არაფორმალური განათლების აღიარების ელექტრონული სისტემა.
დაინტერესებულ პირებს, ტრენინგების შემდგომ, სურვილისამებრ, შეეძლებათ არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა შერჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.
არაფორმალური განათლების აღიარების შესახებ ტრენინგები არის უფასო, ხოლო კონსულტანტთა შერჩევის მიზნით განაცხადის განხილვის საფასურის ოდენობა შეადგენს 682 ლარს.
ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
ტრენინგზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა https://docs.google.com/forms/d/1x8n32p1dtGTRH0TUiSa9p9BETkP_4poWEZhWP3faf80/edit  ან გამოგვიგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა და ტელეფონი) მიმდინარე წლის 30 აგვისტომდე, შემდეგ ელ. ფოსტებზე:
t.rukhadze@eqe.ge  l.mukbaniani@eqe.ge  

ტრენინგი არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა მომზადებისთვის