FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 19 აგვისტო 2020

2020 წლის 27 აგვისტო 14:00 საათი
(მისამართი: მ. ალექსიძის 2)

დღის წესრიგი

1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის "ექთნის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

2. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის "საექთნო საქმის" (ბებიაქალი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ანგარიში;

3. სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ინფორმაციული ტექნოლოგიების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

4. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სტომატოლოგიის" ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

5. შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის „დიპლომირებული სტომატოლოგიის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.


საბჭოს სხდომა გაიმართება "Zoom"ის პლატფორმის გამოყენებით.
საბჭოს სხდომის მოსმენით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მოგვწეროთ info@eqe.ge-ზე, საბჭოს სხდომის ჩატარებამდე ერთი სამუშაო დღით ადრე.