უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

11 დეკემბერი 2013

2013 წელს (ივლისი-დეკემბერი) საქართველო ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის (BFUG) თანათავმჯდომარე ქვეყანაა. სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს თანათავმჯდომარეობის ფარგლებში 2013 წლის 20 დეკემბერს სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში’’  მართავს კონფერენციას თემაზე:

 

,,განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ხედვა’’

 


 კონფერენციის პირველი ნაწილი დაეთმობა ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განხილვას, ხოლო მეორე ნაწილი - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარების საკითხებს.


კონფერენციაზე მოწვეული არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.


კონფერენციას გახსნის გიორგი შარვაშიძე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. ძირითადი მომხსენებლები კი იქნებიან:  ელენე ჯიბლაძე - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი და ლალი ბაქრაძე - ტემპუსის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE – TEMPUS).


უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად  (მაქსიმუმ ორი წარმომადგენელი) ამა წლის 16 დეკემბრის ჩათვლით მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: bfug@eqe.ge.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!