განცხადების ატვირთვის თარიღი: 25 აგვისტო 2020
2020 წლის 2 სექტემბერი, 14:00 საათი
დღის წესრიგი
1) სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების განხილვა;
2) შპს კავკასიის უნივერსიტეტისთვის სამთო ტურიზმის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის დამატების საკითხის განხილვა;
3) შპს კავკასიის უნივერსიტეტისთვის ტურიზმის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის დამატების საკითხის განხილვა.
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.