2020 წლის 10 სექტემბერი, 16:00 საათი
დღის წესრიგი:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის“ სადოქტორო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის (პილოტის)“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის "საჯარო მმართველობის" საბაკალავრო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით