FAQ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ატესტაცია

9 სექტემბერი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვისა და შეფასების ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით უზრუნველყოფს ექსპერტების პროფესიულ განვითარებას.



საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ცენტრი ახორციელებს ექსპერტთა პერიოდულ ატესტაციას.



7 სექტემბერს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ატესტაციის ფარგლებში- თეორიული გამოკითხვის კომპონენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ექსპერტთა ტესტირება ჩატარდა.



COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიხნით, ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.



ტესტირების შედეგების საფუძველზე, შემდეგ ეტაპზე შეფასდება ექსპერტების პრაქტიკული და პროფესიული უნარ-ჩვევები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ატესტაცია