FAQ

კონფერენცია „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ხედვა“ - შედეგები და პრეზენტაციები

26 დეკემბერი 2013

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ხედვა“, ტემპუსის უმაღლესი  განათლების რეფორმის ექსპერტი ლალი ბაქრაძე და ცენტრის წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებს უმაღლესი განათლების განვითარების საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, უმაღლესი განათლების საკვალიფიკაციო ჩარჩო, განათლების აღიარება და სხვ.

კონფერენციას ესწრებოდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

საქართველომ, როგორც ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის (BFUG) თანათავმჯდომარე ქვეყანამ, ამ კონფერენციის ჩატარებით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის მისწრაფებას მაქსიმალურად დაუახლოვდეს ბოლონიის პროცესის სტანდარტებს და გაამყაროს უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნდობა საქართველოსადმი.


იხილეთ პრეზენტაციები:

„ბოლონიის კვალიფიკაციების ჩარჩო და საქართველოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩო“ - ლალი ბაქრაძე
„ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოთა გამოყენება განათლების აღიარებისათვის“ - ანა მაისურაძე
„ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები“ - ელენე ჯიბლაძე
„ხარისხის უზრუნველყოფა საერთაშორისო კონტექსტში“ - გიორგი ცხვედიანი