განცხადების ატვირთვის თარიღი: 16 სექტემბერი 2020
2020 წლის 25 სექტემბერი, 16:00 საათი
დღის წესრიგი:
- ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის - "ბიოლოგიის" ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის - "ფიზიკის" ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის - "ქიმიის" ერთობლივი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების“ ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "განათლების მეცნიერებების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით