გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის 2020 წლის 18 სექტემბრის №859756 ბრძანებით დამტკიცდა "დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის შესახებ თვითშეფასების ანგარიშის ფორმა".
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №69/ნ ბრძანება ითვალისწინებს „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადებს, რომლის შესაბამისად, 2020 წლის 30 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის შესახებ თვითშეფასების ანგარიში შემდეგი დეტალურ სფეროებთან შესაბამისობაში მოყვანილი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:
0511 - ბიოლოგია
0512 - ბიოქიმია
0531 - ქიმია
0532 - დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
0533 - ფიზიკა
0541 - მათემატიკა
0542 - სტატისტიკა
0588 - ინტერდისციპლინური – მოიცავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, მათემატიკას და სტატისტიკას
0911 - დენტალური მედიცინა
0912 - მედიცინა
0913 - საექთნო და სამეანო საქმე
0915 - თერაპია და რეაბილიტაცია
0916 - ფარმაცია
0919 - ჯანდაცვა არაკლასიფიცირებული
0923 - სოციალური მუშაობა და კონსულტაცია