პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 21 სექტემბერი 2020

2020 წლის 28 სექტემბერი, 14:00

 

დღის წესრიგი

 

1. სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრისთვის“ „მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთების“ საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ საკითხის განხილვა

 

2. სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრისთვის“ „მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების“ საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ საკითხის განხილვა

 

3. სსიპ - კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრისთვის“ „მსუბუქი ავტომობილის ძრავას შეკეთების“ საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ საკითხის განხილვა

 

4. შპს - საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელისთვის „საოფისე საქმის“ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ საკითხის განხილვა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები

 

5. შპს - საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელისთვის „საექთნო განათლების“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ საკითხის განხილვა

 

6. შპს - საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელისთვის „ფარმაციის (სააფთიაქო)“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ საკითხის განხილვა

 

საბჭოს სხდომა გაიმართება "Zoom"ის პლატფორმის გამოყენებით.

 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემოუერთდნენ საბჭოს სხდომას ბმულით, რომელიც გამოგეგზავნებათ საბჭოს სხდომის ჩატარების დღეს