განცხადების ატვირთვის თარიღი: 21 სექტემბერი 2020
2020 წლის 29 სექტემბერი, 16:00 საათი
დღის წესრიგი
- სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი "განათლების" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ციფრული მენეჯმენტის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- შპს საქართველოს უნივერსიტეტის ,,ელექტრონული ინჟინერიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
- სსიპ - სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ვეტერინარიის" ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით