FAQ

შეხვედრა სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან

23 სექტემბერი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა, სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, მათი შუამდგომლობის საფუძველზე სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანისა და კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლის საკითხები, ასევე, ხელოვნების სფეროში დარგობრივი მახასიათებლის თაობაზე მუშაობის დროულად დაწყების საჭიროება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და ცენტრის თანამშრომლებმა დეტალურად უპასუხეს დაწესებულების კითხვებს და გამოთქვეს სრული მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

შეხვედრა სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან