განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს. მიმდინარე შეფასებაში, ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს საერთაშორისო ექსპერტი ნატალიე ალექსანდრა გურვითს-სუითს. ნატალიეს მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხის ეკონომიკაში. 2010 წლიდან იგი იკავებს ასოცირებული პროფესორის პოზიციას ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. 2009 წლიდან იგი ექსპერტის სტატუსით მონაწილეობს გარე ხარისხის უზრუნველყოფის შეფასებებში ევროპის მასშტაბით