FAQ

ტურიზმის დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა

24 სექტემბერი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ტურიზმის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელის რიგით მეორე საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვას ესწრებოდნენ პერსონალური მომსახურებების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, სხვა დაინტერესებული პირები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ტურიზმის დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა