FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 24 სექტემბერი 2020

2020 წლის 2  ოქტომბერი, 16:00 საათი

 

დღის წესრიგი:

 

 

1. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,ტექნოლოგიური პროექტების მენეჯმენტისა და ინდუსტრიული პოლიტიკის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

2. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ,,კომპიუტერული ინჟინერიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

3. სსიპ-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,კომპიუტერული მეცნიერების“ (ძირითადი სპეციალობა) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.

 

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.