FAQ

გრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი

25 სექტემბერი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს.

მიმდინარე შეფასებაში, ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს საერთაშორისო ექსპერტი ნატალიე ალექსანდრა გურვითს-სუითს.

ნატალიეს მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხის ეკონომიკაში. 2010 წლიდან იგი იკავებს ასოცირებული პროფესორის პოზიციას ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. 2009 წლიდან იგი ექსპერტის სტატუსით მონაწილეობს გარე ხარისხის უზრუნველყოფის შეფასებებში ევროპის მასშტაბით.

გრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი