FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 28 სექტემბერი 2020

2020 წლის 6 ოქტომბერი, 16:00 საათი

დღის წესრიგი

1. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ-აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

2. შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო და ჯანდაცვითი მეცნიერებების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

3. შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის "დიპლომირებული მედიკოსის" ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

4. შპს კავკასიის უნივერსიტეტის "კლინიკური არტთერაპიის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით