FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

30 სექტემბერი 2020

გაცნობებთ, რომ განახლდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმები. 

ცვლილებების თანახმად, ზემოაღნიშნული ორივე ფორმა შესაბამისობაში მოვიდა ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან. ასევე, აკრედიტაციის თვითშეფასების ფორმაში დაკონკრეტდა რიგი საკითხები, კერძოდ: თითოეული სტანდარტის ბოლოს მოცემულ ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების ნაწილს დაემატა - გასაუმჯობესებელი მხარეების გასავითარებლად დაგეგმილი აქტივობების აღწერის ნაწილი, ასევე განხორციელდა თვითშეფასებით გათვალისწინებული წარმოსადგენი დანართების (დოკუმენტაციის) ოპტიმიზაცია.

აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა

თვითშეფასების ანგარიშის ფორმა