გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის 2020 წლის 30 სექტემბრის №919737 ბრძანებით, 2020 წლის 24 აპრილის №346975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით, განახლებული სახით დამტკიცდა შემდეგი ფორმები:
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №69/ნ ბრძანება ითვალისწინებს „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადებს, რომლის შესაბამისად, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის შესახებ თვითშეფასების ანგარიში.