FAQ

თვითშეფასების ანგარიშის ფორმებში ცვლილებების შეტანისა და დამტკიცების შესახებ

1 ოქტომბერი 2020

გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის 2020 წლის 30 სექტემბრის №919737 ბრძანებით, 2020 წლის 24 აპრილის №346975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით, განახლებული სახით დამტკიცდა შემდეგი ფორმები:
 

 

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის შესახებ თვითშეფასების ანგარიში

 

დანართი 1

 

დანართი 2

 

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის/დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის შესახებ თვითშეფასების ანგარიში

 

დანართი 1

 

დანართი 2

 

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის შესახებ თვითშეფასების ანგარიში

 


შეგახსენებთ, რომ "ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №69/ნ ბრძანება ითვალისწინებს „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის მიზნით, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადებს, რომლის შესაბამისად, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის შესახებ თვითშეფასების ანგარიში.