საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის 130/ნ ბრძანებით დამტკიცდა „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესი“.
აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს სტრუქტურისა და შინაარსის შემდგომ განვითარებას. დამტკიცებული დოკუმენტი უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ცნობადობის ამაღლებას, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.