FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 20 ოქტომბერი 2020

2020 წლის 20 ოქტომბერი, 16:00 საათი

 

დღის წესრიგი:

 

1) შპს ევროპის უნივერსიტეტის ,,დიპლომირებული მედიკოსის" ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

2)  სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ,,ქართული ლიტერატურის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

3) სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ,,ქართული სალიტერატურო ენის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.

 

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის, საბჭოს სხდომა გაიმართება ონლაინ რეჟიმში . სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს საბჭოს სხდომას ჩაერთოს ონლაინ.