FAQ

ცენტრსა და ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

22 ოქტომბერი 2020

22 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციების მართვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, Zoom-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) ხელმძღვანელმა ჰელი მატისენმა.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობა, ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, მხარეებს შორის მოხდება მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო, ორგანიზაციული და სამეცნიერო მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო (EKKA), არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი ორგანიზაცია და რეგისტრირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელ სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR). სააგენტოს ძირითადი ფუნქციაა, განახორციელოს საგანმანათლებლო დაწესებულებების გარე ხარისხის უზრუნველყოფა. სააგენტო თავის საქმიანობაში ითვალისწინებს ქვეყნის განათლების სისტემის მოთხოვნებს და ხელმძღვანელობს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებითა და სახელმძღვანელო პრინციპებით. ასევე, პროფესიული განათლების სფეროში ევროკავშირის რეკომენდაციებით.

ცენტრსა და ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა