FAQ

საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!!

27 ოქტომბერი 2020

გაცნობებთ, რომ ცვლილებები შევიდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N69/ნ ბრძანებაში. ცვლილებების თანახმად, ჩარჩოსთან და კლასიფიკატორთან შესაბამისობის თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება: ა) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებსა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რომლებსაც აკრედიტაცია/პირობითი აკრედიტაცია მინიჭებული აქვთ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით; ბ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებსა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, რომლებზეც ამ ბრძანების №3 დანართით გათვალისწინებულ თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადებამდე ან/და ამ ვადების პერიოდში ცენტრში წარდგენილი ექნებათ სააკრედიტაციო განაცხადი.

ასევე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის, ასევე ჯანდაცვის, სოციალური კეთილდღეობის დეტალური სფეროს პროგრამებისთვის შესაბამისობის თვითშეფასების წარმოდგენის ვადებად განისაზღვრა 2020 წლის 30 სექტემბერი - 2021 წლის 31 მარტი.

 

ბრძანების ლინკი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/5015909?publication=0