FAQ

ქალაქ კასპში პროფესიული კოლეჯი და ინოვაციური ცენტრი გაიხსნა

30 ოქტომბერი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი, ქალაქ კასპში პროფესიული კოლეჯისა და ინოვაციური ცენტრის გახსნას დაესწრო.

 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს კიდევ ერთი კოლეჯი შეემატა. ამ მნიშვნელოვანი დაწესებულებების ამოქმედება რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

  თამარ მახარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ პროფესიული განათლების რეფორმის კონტექსტში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა რეგიონში ასეთი საგანმანათლებლო კერების არსებობას. მან ხაზი გაუსვა რეგიონის მნიშვნელობას და ამ მხარის სწავლისადმი სწრაფვის ისტორიულ გამოცდილებას და აღნიშნა რომ ისეთი ტემპი, რომლითაც დღეს ხდება საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, გამოხატავს ქვეყნის მტკიცე ნებას ჩადოს უდიდესი რესურსი და ინვესტიცია სწორედ განათლებაში. მანვე აღნიშნა, რომ მშენებლობის თანამედროვე სტანდარტების მქონე ამ შესანიშნავ შენობაში გარანტირებული იქნება მაღალი ხარისხის განათლების მიღება, რადგან დღევანდელი გამოწვევა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას უწესებს თამასას, რომ მისი კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანები იყვნენ არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზარზე

 კასპის კოლეჯი პირველ ეტაპზე პროფესიული მომზადება-გადამზადების შვიდი მოკლევადიანი პროგრამის განხორციელებას დაიწყებს. მომავალი წლიდან კი ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მშენებლობის მიმართულების სადიპლომო პროფესიული პროგრამები დაინერგება.

 გარდა აღნიშნულისა, კოლეჯის ტერიტორიაზე 7 ახალი სახელოსნო შენდება, სადაც 2021 წლის პირველი ნახევრიდან სტუდენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამუშაო სივრცეში პრაქტიკული უნარების განვითარებას შეძლებენ.

ქალაქ კასპში პროფესიული კოლეჯი და ინოვაციური ცენტრი გაიხსნა