FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგების ციკლს აგრძელებს

5 ნოემბერი 2020

 

 3 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ პლატფორმა Zoom- ის გამოყენებით, უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის სტუდენტი წევრებისათვის ონლაინ ტრენინგები გაიმართება.

 თითოეული ტრენინგი არის ორდღიანი და დაფუძნებულია, როგორც თეორიულ ცოდნაზე ასევე, მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტებს როგორებიცაა- ქეისებზე მუშაობა, ჯგუფური სამუშაოები და ინტერვიუების სიმულაცია.

 ტრენინგის მიზანია სტუდენტი ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი მომზადება ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესის ყველა ეტაპისათვის.

 აღნიშული ტრენინგების ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცემა 100-ზე მეტ სტუდენტ ექსპერტს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგების ციკლს აგრძელებს